სმარტფონი Xiaomi Mi Max 3 გამოირჩევა დიდი ეკრანით, ორმაგი კამერით, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის ფუნქცია აქვს და დიდი მოცულობის მქონე ბატარეით.

Mi Max 3_ის ერთ-ერთი უპირატესობაა 6.9 დიუმიანი ეკრანი გაფართოებით 2160×1080 პიქსელი და შეფარდებით 18:9. სმარტფონის ერთი ხელით დაკავება მარტივადაა შესაძლებელი.

მოწყობილობას აქვს რვაბირთვიანი პროცესორი Snapdragon 636 და 4გბ ოპერატიული მეხსიერება. მარტივად უმკლავდება როგორც საოფისე სერვისებს, ასევე გასართობი აპლიკაციების უმეტესობას.

ბატარეის მოცულობა 5500მა/სთ-ია. მოწყობილობის დიდი ზომის მიუხედავად მისი წონა 221 გრამს შეადგენს.

სმარტფონის ფოტოშესაძლებლობებზე პასუხისმგებელია ორმაგი კამერა, 12 და 5 მპ სენსორებით. რომელსაც აქვთ სცენის ამოცნობის ფუნქცია და უკანა ფონის გაბლარვის შესაძლებლობა.

წინა კამერას 8 მეგაპიქსელია. მას შეუძლია არა მხოლოდ სელფების გადაღება, არამედ მფლობელის სახის სკანირება, რომელიც გაჯეტის განბლოკვისათვის გამოიყენება.

სმარფონის ფასი JD.com-ზე ამჟამად $230-ს შეადგენს. ზოგადად მისი ღირებულება $260-ია.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here