განახლებული ARCore აპლიკაციის კოდში ორი ახალი სმარტფონის შესახებ ჩანაწერი აღმოაჩინეს.

კოდური დასახელებებია Bonito და Sargo. არანაირი დეტალური ინფორმაცია მათ შესახებ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა გასულ ზაფხულში ვრცელდებოდა ჭორები ხელმისაწვდომი პიქსელების შესახებ.

ვარაუდობენ, რომ Bonito მიიღებს Qualcomm-ის Snapdragon 710 ჩიპსეტს და ის საშუალო ფასის კატეგორიაში გავა, ხოლოდ Sargo-ს შესახებ არანაირი მონაცემები არ ვრცელდება. მიუხედავად ამ გაჟონვებისა ჯერ-ჯერობით არც ერთი სანდო წყარო არ ადასტურებს Google-ის მიერ ბიუჯეტური სმარტფონების გამოშვებას.

წინა სტატიაWebsummit 2018
შემდეგი სტატიაMakibes – ჭკვიანი საათები ცურვისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი