ჭკვიანი საათები და ფიტნეს-ტრეკერები ეგზოტიკური აღარაა. ამგვარ გაჯეტებს უკვე ბევრი იყენებს, თუმცა ყველა მოწყობილობას როდი აქვს მრავალფეროვანი ფუნქციონალი. კომპანია Makibes _მა წარმოაგინა საათები, რომელებიც ფუნციონალის სიუხვით გამოირჩევა. საათები შექმნილია სპეციალურად იმ ადამიანებისათვის, რომელებიც დაკავებულნი არიან სპორტით და ცხოვრების აქტიურ სტილს ეწევიან.

Makibes BR3

ეს მოდელი დაცულია ტენიანობისაგან, მხარდაჭერილი აქვს აქტივობების რამდენიმე ტიპი, აღჭურვილია GPS-ით, ამიტომ მაგალითად დილის სირბილის დაწყებამდე მოწყობილობის სახლში დატოვება შეგვიძლია, ვარჯიშის შედეგები კი დასინქრონიზირდება.

Makibes BR3-ის ტექნიკური მახასიათებლები:

  • ჩაშენებული GPS
  • გიროსკოპი
  • ტენიანობისაგან დაცვა IP68 სტანდარტის მიხედვით
  • პარამეტრები 17 სახეობის სპორტისათვის
  • სოციალური ქსელების მხარდაჭერა Strava-ს სპორტსმენებისათვის (Android)
  • გულისცემის კონტროლი
  • ეკრანის ფერადი სენსორები დიაგონალით 1,3″

Makibes G04

ფიტნეს სამაჯური აღჭურვილია ნაბიჯ-მთველით, შეუძლია ძილის ფაზებზე დაკვირვება და ჩასმულია ტენიანობისაგან დაცულ კორპუსში. მოწყობილობას აქვს ჩაშენებული GPS. ხელმისაწვდომია წითელ, ცისფერ და შავ ფერებში.

Makibes G04-ის ტექნიკური მახასიათებლები:

  • მხარდაჭერილია სერვისებით GPS, GLONASS, BeiDou
  • ტენიანობისაგან დაცვა IP68 სტანდარტის მიხედვით
  • ფერადი TFT-ეკრანი დიაგონალით 0,96″
  • გიროსკოპი
  • სინქორონიზაცია Android-თან და iOS-სთან

Makibes G03 PLUS

კიდევ ერთი ტენიანობისაგან დაცული მოდელი Makibes-საგან, რომელსაც აქვს GPS და Android და iOS მოწყობილობებთან სინქრონიზაციის საშუალება. სირბილის დროს აკონტროლებს მომხმარებლის გულისცემას. ბუნებრივ რეჟიმში შეუძლია 5 დღემდე მუშაობა, გააქტიურებული GPS-ით მუშაობს 5 საათამდე.

Makibes G03 PLUS-ის ტექნიკური მახასიათებლები:

  • GPS ტრეკერი
  • ტენიანობისაგან დაცვა IP68 სტანდარტის მიხედვით
  • ფერადი TFT-ეკრანი დიაგონალით 0,96″
  • გიროსკოპი
  • სინქორონიზაცია Android-თან და iOS-სთან

Makibes G08

მოდელი G08 შემუშავებულია სპეციალურად მოცურავეებისათვის, თუმცა სხვა სახის სპორტის ტრეკინგისათვისაც შესაძლებელია მისი გამოყენება. ის ხანგრძლივად უძლებს წყალქვეშა წნევას, დამოუკიდებლად ითვლის გავლილ მანძილს.

Makibes G08-ის ტექნიკური მახასიათებლები:

  • ფერადი სენსორული ეკრანი
  • ღილაკები წყალქვეშა ხმარებისათვის
  • გაგვლილი დისტანციის ტრეკინგი
  • ცურვის სტილის ამოცნობა
  • GPS მიმღები
  • 11 სპორტული რეჟიმი
  • Bluetooth 4.0
  • სინქორონიზაცია Android-თან და iOS-სთან
წინა სტატიაGoogle-მა შესაძლოა ბიუჯეტური Pixel-ები წარმოადგინოს
შემდეგი სტატიაSamsung W2019 – დასაკეცი სმარტფონი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი