Honor 10 Lite-ის ოფიციალური ანონსის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა ჩინური ტელესაკომუნიკაციო სააგანტოს მონაცემებში გამოჩნდა სმარტფონის როგორც ფოტოები, ასევე ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.
ყველა რენდერზე Honor 10 Lite წარმოდგენილია უკანა მხრიდან. უკვე ცნობილია რომ ის ხელმისაწვდომი იქნება შავ, წითელ და ცისფერ ფერებში. ბოლო ორი ვერსია იქნება გრადიენტული. სმარფტონს აქვს 6,21 დიუმიანი ეკრანი შეფარდებით 19,5:9 და Full HD+ გაფართოებით.
გაჯეტს აქვს რვაბირთვიანი პროცესორი სიხშირით 2,2 გჰც, აღწერის მიხედვით ეს პროცესორი სავარაუდოდ Kirin 710-ია. მოწყობილობის ოპერატიული მეხსირება იქნება 4 ან 6 გბ ვერსიის მიხედვით. შიდა მეხსიერება კი – 64 ან 128 გბ ასევე, ვერსიის მიხედვთ. მთავარი ორმაგი კამერა 13 და 2მპ, წინა კაერა: 24 მპ. ბატარეის მოცულობა – 3320 მა/სთ. მოწყობილობა იმუშავებს ოპერაციულ სისტემაზე Android Pie с EMUI 9.0.
Honor 10 Lite-ის პრეზენტაცია დაგეგმილია 21 ნოემბერს.