პორტალ PhoneArena-ს თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს Huawei Mate 20-ს ტესტირების შედეგევი. ჟურნალისტებმა ერთსა და იმავე პირობებში შეამოწმეს სხვადასხვა პოპულაური სმარტფონები, რაც საშუალებას გვაძლევს სმარტფონების მუშაობა შევაფასოთ.

Huawei Mate 20-ს აქვს ბატარეა რომლის მოცულობაა 4000 მა/სთ. მოწყობილობა აღჭურვილია პროცესორით Kirin 980. ტესტისრების განმავლობაში იმუშავა 14 საათი და 26 წუთი, რაც 2018 წლისათვის საუკეთესო შედეგია. გაჯეტის შედეგთან ყველაზე ახლოსაა iPhone XR, რომელმაც იმუშავა 3,5 საათით ნაკლები.

დამუხტვის დროის მიხედვით Mate 20 ასევე ლიდერებთა სიაში მოხვდა. სრული დამუხტვისათვის მას დასჭირდა 98 წუთი. OnePlus 6 18 წუთით სწრაფი აღმოჩნდა, თუმცა მისი ბატარეის მოცულობაა 3300 მა/სთ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here