ცნობილი გახდა, რომ PlayerUnknown’s Battlegrounds ხელმისაწვდომი გახდება PlayStation 4-სთვის. შუტერის PS4-ზე გამოსვლის შესახებ ხმები აქამდეც ისმოდა, თუმცა კომპანია Sony დუმილს ამჯობინებდა. ახლა კი ინფორმაცია დადასტურდა: კომპანიამ ოფიციალურად დააანონსა გამოსვლის თარიღი.

PUBG PS4-ზე ხელცარიელი არ გამოჩნდება. მასში იქნება კომპანია Sony-საგან მოწოდებული ექსკლუზიური ნივთები. წინასწარი შეკვეთით შესაძლებელია Uncharted -დან ნათან დრეიკის კოსტიუმის და The Last of Us-დან ელის ჩანთის მიღება. ეს ნივთები ნებისმიერი მებრძოლის გარდერობში სასურველი ნივთებია.

PlayStation 4-სთვის  PlayerUnknown’s Battlegrounds გამოვა 2018წლის 8 დეკემბერს. წინასწარი შეკვეთების გაფორმება უკვე შესაძლებელია. რაც უფრო ძვირია ვერსია,  მით უფრო მეტი ბონუსები აქვს.

წინა სტატიაგადამზადება IT მიმართულებით
შემდეგი სტატიარატომ არის Huawei Mate 20 საუკეთესო სმარტფონი თამაშებისათვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი