პორტალზე Rozetked გამოქვეყნდა ნამდვილი ბიუჯეტური Google Pixel-ის ფოტოგრაფიები. რა თქმა უნდა ძნელია ენდო რუსულენოვან ინსაიდებს, მაგრამ თუ გავიხსენებთ სწორედ მათ შეძლეს პირველად მსოფლიოში ეჩვენებიანთ Pixel 3 XL-ის განხილვა ანონსამდე დიდი ხნით ადრე.

ამავდროულად უკვე დიდი ხანია Google-ის ხელმისაწვდომ სმარტფონზე საუბრობენ ინტერნეტ გამოცემები. აღნიშნული Pixel 3 Lite (სახელი რა თქმა უნდა სავარაუდოა) შესრულებული იქნება მიმდინარე მოდელების მსგავსად, მაგრამ შუშის ნაცცვლად ის პლასტმასის პკორპუსში იქნება.

აპარატი ზომით Pixel 3-ს მიუახლოვდება და 5,56 დიუმიან IPS ეკრანს მიიღებს Full HD+ გარჩევადობით. ის Snapdragon 670 ჩიპსეტზე იქნება აწყობილი. ოპერატიული მეხსიერება 4 გიგაბაიტი იქნება, ხოლო ჩაშენებული ფლეში 32 გიგაბაიტი იქნება და რაც ცუდია მას microSD ბარათების სლოტი არ ექნება. 400-500 დოლარის სავარაუდო ღირებულებით ამ მონაცემების სმარტფონის გაყიდვების პერსპექტივა ძალიან საეჭვოდ გამოიყურება. იმედია ეს მხოლოდ სატესტო ეგზემპლარის მონაცემებია და რელიზისას მას უფრო საინტერესო აღჭურვილობა ექნება თუნდაც 64 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერებით.

აკუმლატორის მოცულობა 2915 მილიამპერია რაც არც ისე დიდია, მაგრამ გამოყენებული ჩიპსეტისთვის სრულიად საკმარისია. ყველაზე მთავარი ღირსება კამერებია, რომელბიც იგივეა რაც უფროს მოდელებში გამოიყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო ბიუჯეტის სეგმენტში რეალურად მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეო გადაღება გახდება შესაძლებელი. კიდევ ერთი სასიამოვნო დეტალი 3,5 მმ. აუდიო ჯეკია, რომელიც ამჯერად ექნება სმარტფონს.

წინა სტატიამოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კომისიამ კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა
შემდეგი სტატიაGitaა-მ თანადაფინანსების პროგრამა გამოაცხადა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი