19 – 20 ნომებრის ღამეს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის Bitcoin-ის კურსი 12%-ით დაეცა და 5000 $ ღირებულებაზე ნაკლები გახდა. გასულ კვირასთან შედარებით ვარდნამ 22% შეადგინა, ხოლო წლის დასაწყისთან მიმართებაში ეს მაჩვენებელი 65%-ია. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის დეკემბერში ბიტკოინის კურსი 20 000 ა.შ.შ. დოლარი იყო, რის მერეც მისი ვარდნა არ შეშერებულა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბიტკოინის კურსი სტაბილურად 6500 დოლარის მახლობლად იყო, რომელიც გასულ ღამეს ისევ დაეცა. ვირტუალური ვალუტის კაპიტალიზაცია 88,7 მილიარდი დოლარით შემცირდა და ის ბოლო 13 თვის მინიმუმამდე დაეცა.
ბიტკოინის არ იყო ერთადერთი კრიპტოვალუტა, რომელიც დაეცა და ზარალი Ethereum (-12%), Litecoin (-12,5%), Bitcoin Cash (9,7%) შეეხო. კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაცია გასულ კვირას 40 მილიარდით შემცირდა და 172 მილიარდი გახდა.
ექსპერტების აზრით თუ ბიტკოინი არ გამყარდება უახლოეს მომავალში, მოსალოდნელია კურსის 3500$-მდე დაცემა.
შეგახსენებთ, რომ გასულ პარასკევს ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიამ პირველი საქმეები განიხილა კრიპტოვალუტების სტარტაპების წინააღმდეგ. ამით მასშტაბური კამპანია იწყება, რომელიც ციფრული ვალუტებით მანიპულირებისა და თაღლითობის წინააღმდეგ არის მიმართული.