25 ნოემბერს, 17:00 საათზე, ტერმინალში ბრიჯიტ ბომანი Startup Grind თბილისს ეწვევა.

ბრიჯიტ ბომანი ევროპის წლის ენჯელ ინვესტორად დასახელდა. იგი ევროპელი ბიზნეს ენჯელების ქსელის პრეზიდენტი იყო, პირადად 100-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია და ევროპაში ტოპ 50 სტარტაპ და ვენჩურ-კაპიტალისტ ქალს შორისაა.

ახლა იგი Go Beyond-ს ხელმძღვანელობს, რომელიც ონლაინ ენჯელ საინვესტიციო პლატფორმას წარმოადგენს. ბომანი სტარტაპ გრაინდს ევროკავშირის ადრეული ეტაპის ინვესტირების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში ეწვევა.

სტარტაპ გრაინდი გლობალური ქსელია, რომელიც აერთიანებს სტარტაპის დამფუძნებლებს, ადამიანებს, რომლებიც აპირებენ სტარტაპის შექმნას, ან სურთ არსებული სტარტაპისთვის დაფინანსების მოძიება, რომელიმე სტარტაპში დასაქმება ან უბრალოდ მათგან სწავლა.

წინა სტატიაStartUP Beats – ივანე მაჭავარიანი
შემდეგი სტატიაStore.edison.ge მაღაზიას ხსნის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი