ახმეტაში ინოვაციების ცენტრის გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, პარლამეტის წევრი გელა სამხარაული და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი დაესწრნენ.

ახმეტის ინოვაციების ცენტრში სისტემატიურად ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულების ტრენინგები. რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპ იდეები.

რეგიონებში ინოვაციების ცენტრების გახსნის მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა თუ ადგილობრივმა მთავრობამ გამოიყენოს აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღოს ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე მეწარმეობის მიმართულებით.

ინოვაციების ცენტრები უკვე გაიხსნა ხარაგაულში, ჭოპორტში, ბაღდათსა და რუხში. ცოტა ხნის წინ კი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ტექნოპარკი თელავში გახსნა. 2019 წელს ტექნოპარკი ბათუმშიც დაიწყებს ფუნქციონირებას.

წინა სტატიააწარმოე საქართველოში და EPRC-ს შორის მემორანდუმი გაფრომდა
შემდეგი სტატიატექნოპარკში გრანტების პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი