27 ნოემბერს ახმეტაში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. ინოვაციების ცენტრში აქტიურად და სისტემატიურად ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვა ბიზნესმიმართულების ტრეინინგები.

ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ უკვე გახსნა ტექნოპარკი თელავში, ინოვაციების ცენტრებში ჭოპორტში, ხარაგაულში, ბაღდათსა და რუხში.
2019 წლისთვის ტექნოპარკი ბათუმშიც დაიწყებს ფუნქციონირებას.

წინა სტატია29 ოქტომბერს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატია“აწარმოე საქართველოში” ბერლინში გამართულ ღონისძიებაზეა წარმოდგენილი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი