Open Signal-ის ახალი კვლევით, 33 ქვეყანაში მობილური ინტერნეტი უფრო სწრაფია, ვიდრე WIFI-ს საშუალო სიჩქარე.
კვლევა 80 ქვეყანაში ჩატარდა. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ, მაგალითად, ავსტრალიაში, საბერძნეთში, ლიბანსა და მიანმარში მობილური ინტერნეტი წამში 10-13 მეგაბაიტით უფრო სწრაფია, ვიდრე wifi. კვლევაში ნათქვამია, რომ wifi-ს მობილურ ინტერნეტთან მიმართებაში აღარ აქვს მკვეთრი უპირატესობა.
წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ wifi მობილურ ინტერნეტზე სწრაფად მუშაობს. სწორედ ამის გამო, სმარტფონები ავტომატურად პრიორიტეტს wifi-ს ანიჭებენ.