“აწარმოე საქართველოში” ბერლინში გამართულ ღონისძიებაზეა წარმოდგენილი

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” სტენდი ბერლინში, European Manufacturing Strategies Summit – ზეა, წარდგენილი.

წარმოების სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მაშტაბურ ღონისძიებას 150 ქვეყნიდან 300-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია ესწრება.

სამიტის ფარგლებში სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” და საინვესტიციო მიმართულების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს, ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორებიცაა:Panassonic, Dyson, Electrolux და სხვ.

აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია  საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს წარმოჩენისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *