ქართველი მოსწავლეები შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) ეწვივნენ.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში გამარჯვებული 10 მოსწავლე CERN-ში რამდენიმე დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

ბაქსვუდის სამეცნიერო სკოლის მონაწილეები უცხოელ მეცნიერებს შეხვდნენ და უახლეს ტექნოლოგიებსა და პროექტებს გაეცნენ.
ვიზიტი CERN-ის შესახებ საინფორმაციო ლექციით დაიწყო.

ვიზიტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში მოხდა. პროექტის მიზანი ახალი თაობის ინჟინერიით, IT ტექნოლოგიებითა და მათემატიკით დაინტერესებაა.

წინა სტატიაSamsung Galaxy A9 – ფლაგმანური და საშუალო კლასის შერწყმა
შემდეგი სტატიასტარტაპების წახალისების მიზნით ფონდის ფორმირება იგეგმება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი