Microsoft-ის ახალ ბრაუზერს უკვე აქვს კოდური დასახელება Anaheim, რომელიც უკვე არსებულ EdgeHTML-ს ჩაანაცვლებს. როგორც ჩანს Microsoft-ს არ გამოუვიდა Chromium ძრავის ალტერნატივის შექმნა და ამიტომაც კონკურენტის მიერ მოწოდებულ გამზადებულ გადაწყვეტილებაზე გადავა.

Edge ბრაუზერი ვებ-გვერდებს Chrome-ის მსგავსად გახსნის და ამით ძალიან ბევრი პრობლემა მოგვარდება რაც სტანდარტულ ბრაუზერს აქვს ხოლმე. ასევე არის ალბათობა, რომ კომპანია დატოვებს Edge ბრენდს და დიზაინსაც შეინარჩუნებს, ხოლო ცვლილება შეუმჩნეველიც კი დარჩება მომხმარებლისთვის.

ასევე არ იქნება ცვლილება Edge ბრაუზერში Android და iOS პლატფორმაზე, რადგანაც ისინი Chromium და WebKit-ს იყენებენ შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ Edge შეიქმნა იმისთვის, რომ შეეცვლა Internet Explorer, რომელსაც არც ისე სახარბიელო რეპუტაცია ქონდა მომხმარებლებს შორის. Windows 10-ში ჯერ კიდევ არის ამ ბრაუზერის მხარდაჭერა, უბრალოდ ის სტანდარტულად არ გამოიყენება.

წინა სტატიაDomenebi.ge Google Gmail-ის ოფიციალური პარტნიორია
შემდეგი სტატიაჰაკერებმა 100 მილიონამდე Quora-ს მომხმარებლების მონაცემები მოიპარეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი