ტექნიკური ხარვეზის გამო მომხმარებელთა ნაწილი Facebook-ზე ვერ შედის. როგორც მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, Facebook-ის სისტემა მათ ანგარიშიდან აგდებს.

როგორც გამოცემა Independent წერს, მომხმარებლები შიშობენ, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰაკერულ თავდასხმებს.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფაქტი უკვე მოხდა ოქტომბერში, როდესაც ასი ათასობით მომხმარებლის ანგარიში გატეხეს.

მომხდართან დაკავშირებით კი, სოციალურ ქსელს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here