დღეისათვის თითქმის ყველა სმარტფონი აღჭურვილია LTE სტანდარტის მხარდაჭერითა და Google-ის ხმოვანი ასისტენტის ფუნქციით – გამონაკლისს მხოლოდ რამდენიმე ბიუჯეტური მოდელი წარმოადგენს. თუმცა, ისე გამოვიდა, რომ ეკონომიის გაკეთებისაკენ სწრაფვა დიდი აღმოჩნდა. Google-მა ინდონეზიაში წარმოადგინა 4G გაჯეტი სახელით WizPhone WP006 და მისი ფასი წარმოუდგენლად დაბალია.
სხვა 4G მოწყობილობებისაგან განსხვავებით, Wizphone WP006-ის ყიდვა მფლობელს მხოლოდ 7 დოლარი დაუჯდება. მოწყობილობა მუშაობს KaiOS ოპერაციულ სისტემაზე და აქვს სპეციალური ღილაკი Google ასისტენტის გამოსაძახებლად. მისი დახმარებით შეგვიძლია სხვადასხვა ხმოვანი ბრძანებების გაცემა, მაგალითად, ზარის განსახორციელებლად, მესიჯის გასაგზავნად ან ვიდეოს ან მუსიკის ჩასართავად. გარდა ამისა, მოწყობილობაზე შესაძლებელია Facebook და WhatsApp კლიენტების გაშვება.
ტელეფონის “გულია” ბიუჯეტური ჩიპსეტი Qualcomm 2015 Mobile Platform, რომელიც მუშაობს 512 მბ ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერით. დამატებითი მეხსიერება შეადგენს 4 გბ-ს. Wizphone WP006 აქვს 2 მპ მთავარი კამერა და წინა კამერა VGA გაფართოებით. ბატარეის მოცულობა შეადგენს 1800 მა/სთ-ს. ფუნქციონალის გათვალისწინებით ბატარეამ 350 საათი უნდა იმუშაოს.
გაყიდვაში გამოსვლის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.