კომპანია Toshiba-მ მყარი დისკების ახალი მოდელები წარმოადგინა, რომლებიც ქსელური სთორიჯებისთვის (NAS) არის განკუთვნილი და მაღალი წარმადობის დიკებიც, რომლებიც 12 და 14 ტერაბაიტი მოცულობისაა. 3,5 დიუმიანი კორპუსები შევსებულია ჰელიუმით, რითაც უფრო მეტი მოცულობისა და ენერგომოხმარების შემცირება გახდა შესაძლებელი.
ახალ დისკებში გამოყენებულია ლაზერული შედუღების ტექნოლოგია, რომელიც Toshiba-მ შეიმუშავა, ასევე არის კორპუსის განსაკუთრებული კონსტრუქცია, რომელიც ჰელიუმის გაჟონვას გამორიცხავს. გრდა ამისა N300 და X300 მოდელებში გამოყენებულია Toshiba Stable Platter ტექნოლოგია, რომელიც ვიბრაციებს ამცირებს და მოტორს ასტაბილურებს. ორივე მოდელს 7200 ბრუნი და 256 მეგაბაიტი ბუფერი აქვს მონაცემებისთვის.