კონტენტზე გადასვლა
Apple-ის ახალი სტარტაპი არტისტებისთვის

Apple-ის ახალი სტარტაპი არტისტებისთვის

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

Apple-მა ახალი სტარტაპი Platoon დააანონსა – ამის შესახებ ინფორმაციას Techcrunch ავრცელებს.
სტარტაპის მიზანი თვითნასწავლი არტისტების განვითარება და მათთვის ხელის შეწყობაა.

Platoon იმუშავებს, რომ ანალიტიკის მეშვეობით, პროდუქციამ საჭირო სამიზნე აუდიტორიამდე მიაღწიოს.

Apple დიდი ხანია უკვე მუშაობს მუსიკის ბიზნესში აქტიურად ჩართვაზე. მას ინვესტირება გაუკეთებია ისეთ პლატფორმებში, როგორიცაა Shazam, ან Asaii.

კონკრეტულად რა სახის გეგმები აქვს Apple-ს ამ პლატფორმასთან დაკავშირებით უცნობია, თუმცა, ფაქტია, დამწყებ არტისტებს Platoon წარმატებისკენ სვლაში დაეხმარება.

წაიკითხეთ შემდეგ

თეგები

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!