ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, ქალაქებში იწყებს საინფორმაციო შეხვედრებს.
შეხვედრები ჩატარდება შემდეგი განრიგით:
11 დეკემბერი, სამშაბათი, 12:00, თელავი, ტექნოპარკი;
12 დეკემბერი, ოთხშაბათი, 14:00, ქუთაისი, ქუთაისის უნივერსიტეტი;
13 დეკემბერი, ხუთშაბათი, 11:00, ბათუმი, ბათუმის უნივერსიტეტი;
3 დეკემბერი, ხუთშაბათი, 14:00, ზუგდიდი, ტექნოპარკი;
საინფორმაციო შეხვედრებს გაუძღვება თანადაფინანსების გრანტების პროგრამის კოორდინატორი თამარ ჭელიძე.
დასწრება თავისუფალია.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები.