2018 წელი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში საკმაოდ წარმატებული და ამავდროულად რთული აღმოჩნდა.
Glassdoor-ის ბოლო შეფასებით, დასახელდა 15 საუკეთესო კომპანია, სადაც საუკეთესო გარემო და პირობებია დასაქმებულთათვის.
გასაკვირი არ არის, რომ Facebook აღარ არის დიდ კომპანიათა იმ ტოპ შემადგენლობაში, სადაც ამერიკაში ადამიანები, პირველ რიგში, ისურვებდნენ დასაქმებას.
სხვადასხვა სკანდალებიდან გამომდინარე, კომპანიის შეფასება 4.3-მდე დაეცა.  თუმცა, აღსანიშნია, რომ Facebook არ არის ერთადერთი, რომლის ზოგადმა შეფასებამაც ვარდნა განიცადა. თუ წინა წელს Google, Hubspot, Salesforce საკმაოდ წარმატებულ ადგილს იკავებდა შეფასებებში, წელს მათი მაჩვენებლები შეცვლილია.

საბოლოოდ, Glassdoor-ის გამოქვეყნებული შეფასებით, შეგიძლიათ ნახოთ ის 15 საუკეთესო კომპანია, ამერიკის მაშტაბით, სადაც მუშაობით კმაყოფილება საკმაოდ მაღალია.
საინტერესო და საკმაოდ სამწუხარო ფაქტია, რომ არცერთ ქვემოთ მოყვანილ კომპანიას არ მართავს ქალი, ან ქვიარ ადამიანი.

მაშ ასე,

მე-15 ადგილი ერგო Microsoft-ს, რომლის შეფასება 4.4-ია. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელია სატია ნადელა. დადებითზე საუბრისას, დასაქმებულები აღნიშნავენ, რომ ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა არსებობს, ამსთანავე, სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ ჭკვიანი და წარმატებული თანამშრომლები ჰყავთ გუნდში. უარყოფითზე საუბრისას კი ამბობენ, რომ ანაზღაურება არ არის კარგი, იერარქიულია სისტემა და ახლო ურთიერთობები უფროსებთან განსაზღვრავს დასაქმებულთა წარმატებას.

მე-14 ადგილი – Compass. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელია რობერტ რეფკინი.
დასაქმებულები კმაყოფილები არიან მენეჯმენტით, გარემოთი და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობით. უარყოფითზე საუბრისას კი ხაზს უსვამენ ფინანსურ შემოსავლებს.

მე-13 ადგილი – Adobe. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელია შანტანუ ნარეიენი. დადებითი: მხიარული სამუშაო, კარგი გარემო,მეგობრული დამოკიდებულება. უარყოფითი: გაურკვევლობა, დისტანცია და სხვ.

მე-12 ადგილი – SAP. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელია ბილ მაკდერმოტი. დადებითზე საუბრისას დასაქმებულები აღნიშნავენ, თუ რამდენად ინკლუზიური, ინოვაციური, საინტერესოა ამ კომპანიაში მუშაობა, თუმცა, ნეგატიური შეფასების დროს აღნიშნავენ, რომ პროექტები ხშირად არასაკმარისად კარგი მენეჯმენტით ხორციელდება, ხშირი და სწრაფი ცვლილებებია და ა.შ

მე-11 ადგილი – Fast Enterprises. კომპანიის შეფასება 4.4-ია. მისი მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი კი მარტინ რენკინია. დადებითი: საინტერესო შესაძლებლობები, მხარდაჭერა, კარგი ანაზღაურება. უარყოფითი: გარემო არ არის მორგებული ოჯახიან, შვილებიან თანამშრომლებზე.

მე-10 ადგილი – Paylocity. კომპანიის შეფასება აქაც 4.4-ია. მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი სტივ ბუშემფია. დადებითი შეფასებების გაკეთებისას თანამშრომლები აღნიშნავენ, თუ რამდენად კარგი პროდუქტი იქმნება და რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის კარგ სამუშაო გუნდთან თანამშრომლობა. უარყოფით შეფასებაში კი საუბარია კონტროლზე: ყოველი წუთი, გადაცდომა, ყოველი ზარი, ყველაფერი კონტროლდება. ასევე, აზრის გამოთქმას თუ გადაწყვეტენ, იციან, რომ თავად მმართველების ნებართვაა ამისთვის საჭირო.

მე-9 ადგილი – Ultimate Software – 4.4 შეფასება. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელია სკოტ შერი.
დადებითი: კარგი კომპანია, კარგი სარგებელი, დასაქმებულების განწყობაზე ზრუნვა.
უარყოფითი: ცვლილებები ნელა და რთულად ხდება. მმართველებს ხშირად ეშინიათ მიიღონ საჭირო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილბებები. ეს კი ისევ იქიდან გამომდინარეობს, რომ ლიდერშიფი ზრუნავს დასაქმებულთა განწყობაზე.

მე-8 ადგილი – Docusign. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელია დანიელ შპრინგერი. დადებითი: კარგი სამუშაო, პირადი ცხოვრებისა და სამსახურის ბალანსის შესაძლებლობა, მხარდაჭერა მენეჯმენტის განყოფილებიდან. უარყოფითი: არ არის ინიციატივები მშობლებისთვის, არ არის განვითარების წინსვლის მაღალი შესაძლებლობა.

მე-7 ადგილი – HubSpot. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი – ბრაიან ჰელიგანი.
დადებითზე საუბრისას დასაქმებულები აღიშნავენ, რომ გრძნობენ, მათი შრომა დაფასებულია. ზუსტად იციან კოპანიის მისია, იციან რა უნდათ და რა უნდა გააკეთონ მიზნების მისაღწევად. უარყოფითი: კომუნიკაცია და გადაწყვეტილებების მიღება უფრო და უფრო რთული ხდება, რადგან კომპანია დრო და დრო იზრდება და ფართოვდება.

მე-6 ადგილი – Salesforce. რეიტინგი – 4.4
კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელია მარკ ბინოფი.
პოზიტიური შეფასება: მხარდაჭერა, მშვიდი და კარგი გარემო. განვითარებისა და სწავლის საშუალება.
ნეგატიური შეფასება: მენეჯმენტისა და ხელმძღვანელობის უნარის ნაკლებობა.

მე-5 ადგილი – Google. შეფასება – 4.4
მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ზუნდარ პიჩაი. პოზიტიური შეფასება: გახსნილობა/ღიაობა, უფასო საკვები, საინტერესო სამუშაო, მიმღებლობა.
უარყოფითი: ხელმომჭირნეობა, როდესაც საუბარია პროექტებზე სხვადასხვა რესურსების მრავლად გამოყენებაზე.

მე-4 ადგილი – Facebook. მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი – მარკ ცუკერბერგი. დადებითი: მუშაობისას სხვადასხვა გამოწვევები ზრდის მოტივაციას, რომ თანამშრომლებმა გუნდურად ითამაშონ და მეტად ფოკუსირდნენ სამუშაოზე. უარყოფითი: რთულია ცხოვრებისა და კარიერის დაბალანსება. სამსახურს გარეთაც ხშირად არის მუშაობის საჭიროება, იმისდა მიუხედავად, რომ ამას შეიძლება უფროსი პირდაპირ არ ითხოვდეს თანამშრომლისგან.

მე-3 ადგილი – LinkedIn. მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელია ჯეფ ვაინერი. დადებითი: ჭკვიანი, ნიჭიერი და წარმატებული ლიდერები გუნდში. უარყოფითი: ძალიან დიდი და მძიმე სახის კონკურენცია დასაქმებულებს შორის.

მე-2 ადგილი – Procore Technologies. რეიტინგი – 4.5-ია, აღმასრულებელი ხელმძღვანელი კი კრაიდ ქუღთიმაჟი. დადებითი: სასიამოვნო, განათლებული, წარმატებული ადამიანების წრეში მუშაობა, სხვადასხვა ტიპის სარგებელი და კულტურა. უარყოფითი: ზრდისა და განვითარების პროცესს ბევრი გამოწვევა აქვს.

პირველი ადგილი – Zoom Video Communications. რეიტინგი – 4.5-ია. აღმასრულებელი ხელმძღვანელი – ერიკ იუაანი.
დადებითი: აღმასრულებელი დირექტორი ზრუნავს და უსმენს დასაქმებულებს, იქმნება მნიშვნელოვანი პროდუქტი, პროფესიონალური გუნდი და სხვ.
უარყოფითზე საუბრისას, ძირითადად აქცენტი მაინც იერარქიაზე კეთდება.

წინა სტატიაRealbotics ქალაქში არსებული გამოწვევების დასაძლევად
შემდეგი სტატიაFuckup Nights Tbilisi – 21 დეკემბერი, 20:00 საათი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი