კომპანია Puma-მ გამოუშვა ჭკვიანი ფეხსაცმელი სახელწოდებით RS-Computer Shoe. ამგვარი ფეხსაცმელი პირველად ჯერ კიდევ 1986 წელს გამოჩნდა. ის წარმოადგენდა ჩვეულებრივი ფეხსაცმლისა და რთული ელეტრო აღჭურვილობის სიმბიოზს. განკუთვნილი იყო სპორტსმენებისა და ენთუზიისტებისათვის. ფეხსაცმლის ახალმა ვერსიამ ძველის დიზაინი შეინარჩუნა, თუმცა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობებითაა აღჭურვილი.

ფეხსაცმლის ძველი მოდელი აგროვებდა ინფორმაციას სირბილის შესახებ, რომელსაც მომხმარებელს აცნობდა. ინფორმაციის გადასაცემად ფეხსაცმელი უერთდებოდა კომპიუტერებს Commodore 64-ს ან Apple IIE-ს სპეციალური კონეკტორის გამოყენებით. 

ახალი RS-Computer Shoe-ს აქვს Bluetooth მოდული, რომელიც საშუალებას იძლევა ინფორმაციის გაცვლის. მოგროვებული ინფორმაცია გადაეცემა iOS ან Android ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობას. მოწოდებული ინფორმაცია ინახება აპლიკაციაში, რომელიც შექმნილია 80-იანი წლების მიწურულის დიზაინით.

თითოეული ფეხსაცმლის შიგნით მოთავსებული აქსელერომეტრი, რომელიც ითვლის გავლილი ნაბიჯების რაოდენობას.
ჩაშენებული მეხსიერება საშუალებას იძლევა გარბენის შესახებ მოგროვებული ინფორმაცია თავის თავში შეინახოს 30 დღის მანძილზე. ყოველი ახალი თვე ახალი ფურცლიდან იწყება, ძველი ინფორმაცია კი მოწყობილობიდან ავტომატურად იშლება.

ჭკვიანი ფეხსაცმლის მართვის პანელი აღჭურვილია ორი LED ნათურით, რომელიც ინდიკატორის ფუნქციას ასრულებს. პირველი ინდიკატორი მიგვითითებს, რომ დასახული მანძილი გავლილია, მეორე კი ბატარეის დამუხტულობის დონეს ადევნებს თვალს.

ფეხსაცმელები გაიყიდება კომპანიის ოფიციალური საიტიდან და ამასთანავე, გაიყიდება მხოლოდ აშშ-სა და იაპონიის ტერიტორიაზე. ტოკიოს, ბერლინის ან ლონდონის მაცხოვრებლებს ფეხსაცმლის შეძენა ბრენდის ოფიციალური მაღაზიიდან შეეძლებათ.

RS-Computer Shoe-ს ზომები შეზღუდულია ზომების რაოდენობით – 86. ამ დროისათვის ფასი უცნობია.

წინა სტატიამალე! ქართული ციფრული სავაჭრო პლატფორმა Vendoo
შემდეგი სტატიათანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია ქუთაისში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი