რობოტიკისადმი მიძღვნილ ფორუმზე რუსეთმა “მაღალტექნოლოგიურ რობოტი” წარმოადგინა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, “მაღალტექნოლოგიური რობოტი” კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი იყო.

რობოტს სახელად ბორისი ერქვა.
მის შესახებ მაყურებელს კითხვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აღმოჩნდა, რომ ბორისს გარე სენსორები არ ჰქონდა და ცეკვის დროს ზედმეტ მოძრაობებს აკეთებდა.

Guardian-ის თანახმად, ფორუმზე 3 000 ევროიანი კოსტუმით ცდილობდნენ ნამდვილი რობოტის ილუზიის შექმნას, თუმცა, მოგვიანებით გავრცელებულმა ფოტოებმა სიმართლე გამოამჟღავნა.

წინა სტატიათანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია ქუთაისში
შემდეგი სტატიაგანაში დრონებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიზნით გამოიყენებენ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი