ჯეი ფრიმენმა, რომელმაც iOS მოწყობილობებისთვის არაოფიციალური აპლიკაციების მარკეტი შეიქმნა ოფიციალურად აცხადებს, რომ პროექტი დაიხურა. Reddit-ზე მან ამის მიზეზებზე ისაუბრა.

ჯეის სიტყვებით მან სერვისის დახურვა წლის ბოლოსთვის გადაწყვიტა, მაგრამ მან მაღაზიაში არსებული კრიტიკული უსაფრთხოების მოწყვლადობის შესახებ შეიტყო, რომელიც გადახდების სისტემას უკავშირდებოდა. ამიტომაც დეველოპერმა მიიღო გადაწყვეტილება სასწრაფოდ გაეთიშა გადახდების სისტემა.

“რეალობა ასეთია, მე მინდა სრულად დამეხურა Cydia Store წლის ბოლომდე, მაგრამ გადავწყვიტე შემეცვალა ვადები ანარიშის ნახვის შემდეგ. მე საკუთარი ფინანსებით ვამუშავებ ამ სერვისს და ეს არ არის ის რისი გაგრძელებაც მინდა” – ამობებს ფრიმენი თავის მიმართვაში.

მან თქვა, რომ დახურვის შემდეგაც მას მოუწევს მნიშვნელოვანი ოდენობის თანხდების გადახდა სერვერებში, რომლებზეც ტერაბაიტობით ინფორმაცია ინახება. გარკვეული დროის განმავლობაში Cydia Store გააგრძელებს არსებობას და მომხმარებლები შეძლებენ გადმოიწერონ ადრე ნაყიდი უტილიტები და განახორციელონ შესყიდვები სხვა რეპოზიტორიებიდან. ფირმენი გვპირდება, რომ ძალიან მალე უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის სერვისის ბედ-იღბალის შესახებ.

Cydia Store უკვე 9 წელია არსებობს და იქ შესაძლებელი იყო iOS მოწყობილობებისთვის ჯეილბრეიკის (root) შემდეგ გადმოგვეწერა უამრავი უტილიტა, რომელიც სისტემის ფუნქციონალსა და ვიზუალს აუმჯობესებდა. iOS-ის განვითარებასთან ერთად ჯეილბრეიკის და სხვა და სხვა ტვიკების გამოყენების საჭიროება სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და Cydia-ს დახურვაც ამ ყველაფრის ფონზე ალოგიკურად არ გამოიყურება.


წინა სტატიაYoutube-ის ისტორიაში ყველაზე მეტი Dislike
შემდეგი სტატია“დაემგზავრე ტექნოლოგიებს” – ტექნობასი რეგიონებში მოგზაურობს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი