ადამიანებს ხშირად აქვთ Facebook-ის გაუქმების სურვილი, თუმცა, კონტაქტებისა და დაგროვილი ფოტო-ვიდეო მასალის დაკარგვა არავის სურს. სინამდვილეში, შესაძლოა ექუნთი ისე წაშალოთ, რომ ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში სოციალურ ქსელში გაგიზიარებიათ, zip ფორმატში შეინახოთ.
ამისათვის საჭიროა:

  • შეხვიდეთ პარამეტრებში;
  • გადახვიდეთ თქვენს Facebook ინფორმაციაში (Your Facebook information);
  • დააჭიროთ ღილაკს “ინფორმაციის ჩამოტვირთვა” (download your information);
  • შემდეგ კი უკვე თავად მონიშნოთ რა ინფორმაციის ჩამოტვირთვა გინდათ, იქნება ეს ფოტო-ვიდეო მასალა, კომენტარები, მოწონებები, მეგობრები, მესიჯები, ჯგუფში გაზიარებული ინფორმაციები თუ სხვ.

საბოლოოდ, ყველაფერი, რაც Facebook-თან გაკაავშირებთ, შესაძლოა ჩამოწეროთ და საკუთარ კომპიუტერში შეინახოთ.

წინა სტატიაFacebook-ის ხარვეზი და 6,8 მილიონი ადამიანის ფოტოებზე წვდომა
შემდეგი სტატიასიახლეები Messanger-ში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი