თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერის დახმარებით შეიქმნა ახალი პლატფორმა Coinmania.ge
სტარტაპ კომპანიის მიზანია მომხმარებლებს საშუალება მისცეს უსაფრთხოდ და მარტივად შეძლონ,  საიტის საშუალბით, გაყიდონ და იყიდონ კრიპტოვალუტა.

მომხმარებლებს ვებ-გვერდზე შეუძლიათ ვერიფიკაციისა და 
ლიმიტების გარეშე იყიდონ ან გაყიდონ bitcoin, ethereum, bitcoin cash და litecoin.

Coinmania-ს ტარიფები ასე გამოიყურება:

  • ბიტკოინის შემოტანა უფასო, გადარიცხვის საკომისიო კი 0.0003 ბიტკოინია;
  • ლარის შემოტანა უფასო, გადარიცხვა კი 1 ლარია.

შეგახსენებთ, სტარტაპერი თიბისი ბანკის პროგრამაა, რომლის მიზანი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალ-ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირებაა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here