მას შემდეგ, რაც Facebook-ში დასაქმებულებმა უკეთესი სამუშაო პირობები მოითხოვეს, კომპანიისგან საპასუხო “დარტყმა” მიიღეს, რომ, ან დათანხმდებოდნენ Facebook-ის სახელფასო შემოთავაზებას, ან დაკარგავდნენ სამუშაოებს.

სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლები ხშირად წერდნენ საპროტესტო პოსტებს სოციალურ ქსელში, რამაც, საბოლოოდ, შრომითი დავა გამოიწვია.

Facebook-ში კი აცხადებენ: “Facebook-ს აქვს ასეთი კულტურა, რომ ჩვენ ყველა დასაქმებულს თანაბრად კარგად ვეპყრობით და ყველა ბედნიერია. ეს შეეხებათ, როგორც ნახევად განაკვეთზე მომუშავე პირებს, ისე სრული განაკვეთის თანამშრომლებს”

Facebook-ში ამბობენ, რომ მათ თანამშრომლებისთვის ულტიმატუმი არ წამოუყენებით სახელფასო შემოთავაზებასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ეს უბრალოდ გაურკვევლობის თავიდან ასარიდებლად გაგზავნილი წერილი იყო.

წინა სტატიასტარტაპერების საშობაო ბაზრობა
შემდეგი სტატიაFuckup Nights Tbilisi – მერვე შეხვედრა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი