„2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსი” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსია.
კონკურსი აპრილში გამოცხადდა, ახლა კი გამარჯვებული მკვლევრების მიღება და მათი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
„რეფორმების ფარგლებში მეცნიერების განვითარება და ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.” – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა პრეზენტაციაზე.