დეველოპერები ყოველდღიურად ცდილობენ მომხმარებლის ინტერესსა და ყოველდღიურ მოთხოვნილებაზე მორგებული აპლიკაციების შექმნას. რთულია ყველა ახალი აპლიკაციის ნახვა, აღწერა და გარკვევა, თუ რამდენად გვჭირდება ის, თუმცა არის რამდენიმე გამორჩეული პლატფორმა, რომელიც ნამდვილად დაგაინტერესებთ. ამ აპლიკაციებმა ნამდვილად მოახერხეს 2018 წლის საუკეთესოთა სიაში მოხვედრა.

Google Santa Tracker – საახალწლო პერიოდია და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სადაა ჩვენი სანტა, სად იმყოფება, რას აკეთებს და გეგმავს თუ არა ჩვენთვის საჩუქრის დროულად მოტანას. აპლიკაცია შობის საღამოს Google Maps-ს იყენებს, რომ თვაყური ადევნოს სანტას მდებარეობას. ამავდროულად კი, დროის გასაყვანად, აპლიკაცია პატარ-პატარა თამაშებს, გამოცანებსა და სახალისო კონტენტს სთავაზოვს მომხმარებლებს.

My Board Game Collection – ზედგამოჭრილი აპლიკაციაა მათთვის, ვისაც სამაგიდო თამაშენი განსაკუთრებით უყვარს. აპლიკაციაში ყველა შესაძლო, საინტერესო და სახალისო სამაგიდო თამაშს ნახავთ. თამაშენი კი ასაკის, სირთულის, თამაშის დროისა და მოთამაშეების რაოდენობის მიხედვითაა დალაგებული.

PlayJ – ეს სოციალური აპლიკაციაა, რომელიც გაძლევთ საშუალებას ვიდეო ჩატით ესაუბროთ მეგობარს და ამავდროულად დამატებით სახალისო დროც გაატაროთ. ვიდეო ჩატის დროს თქვენ შესაძლებლობა გაქვთ თამაშები ითამაშოთ, გაერთოთ და Google Play-იც კარგად აითვისოთ, პარალელურად კი ბევრი ისაუბროთ, ყველანაირი დაბრკოლების გარეშე.

WakingNews Alarm Clock – მაღვიძარა ყველს გვჭირდება. დილას ადრე ადგომა ნამდვილად პრობლემაა ბევრისთვის. ეს აპლიკაცია ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი მაღვიძარაა. ჩვეულებრივი მაღვიძარა ერთი განსაკუთრებული ფუნქციით: ის გთავაზობთ სხვადასხვა წყაროების (Yahoo Finances, Yahoo Sports, Engadge) გამოყენებას თქვენი დღის ინფორმაციულად და საინტერესოდ დასაწყებად. ანუ, გამოირთვება მაღვიძარა, თუმცა აპლიკაცია სხვადასხვა საინტერესო სიახლისა და ამბავის შესახებ აუცილებალად დაიწყებს საუბარს.

BLIZZARD ESPORTS – ამ აპლიკაციის შესახებ თუ გსმენიათ? სპორტის მოყვარულებს ეს პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს, ყველა სიახლე, ყველა ამბავი და ყველა გოლი აკონტროლონ. ეს ერთ სივრცეში თავმოყრილი სპორტული სიახლეების აპლიკაციაა, რომელიც ნამდვილად გამოსადეგია მათთვის, ვინც დაინტერესებულია ამ სფეროთი.

HEIMDALL PARENTAL CONTROL – ინტერნეტი ერთი დიდი და რთულად კონტროლირებადი სივრცეა, რომელშიც პატარა, არასრულწლოვანი ბავშვები ხშირად სხვადასხვა სახის პრობლემებს აწყდებიან. ეს აპლიკაცია საშუალებას აძლევს მშობლებს, აკონტროლონ თუ რა სახის ინფორმაციას იღებენ შვილები ინტერნეტიდან, რასთან აქვთ შეხება, რამე საფრთხისშემცველი ჰო არ ხდება მათ ცხოვრებაში და ა.შ

წინა სტატიაInstagram-ზე სქროლვის ფუნქციის გაუქმება საცდელი ტესტი იყო
შემდეგი სტატიაRedmi – ცალკე ბრენდი გახდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი