Mi Home Projector Lite – ახალი პროექტორი ხელმისაწვდომ ფასად

სიახლეს საინტერესო ტექნიკური მონაცემები აქვს და სულ რაღაც 320$ ღირს.

ეს პროექტორი შესაძლოა Mijia Projector Youth Version სახელითაც შეგხვდეთ. ის საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება ამ კლასის მოწყობილობისთვის. პროექტორს შეუძლია 40-დან 200 დიუმამდე გამოსახულების ჩვენება Full HD გარჩევადობით. მაქსიმალური სიკაშკაშე 500 ლუმენს შეადგენს.

მწარმოებელი ამბობს, რომ განახორციელეს HDR10, Dolby Atmos და DTS-ის მხარდაჭერა. ლამპის მუშაობის რესურსი 3000 საათს შეადგენს. მოწყობილობას აქვს HDMI, USB და AUX პორტები და აქვს ჩაშენებული დინამიკი. სისტემა იმართება Mi TV საოპერაციო სისტემით.

One Response

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *