Microsoft-ს 3,5 წელი დაჭირდა იმისათვის, რომ ახალ სისტემას Windows 7-თვის გაესწრო, რომელიც 10 წლის წინ გამოვიდა.

ანალიტიკური კომპანია Net Applications-ის მონაცემებით 2018 წლის დეკემბერში Windows 10-ის საბაზრო წილი 39,22% გახდა, ხოლო Windows 7-მა 36,9% აიღო.

Microsoft-ის გეგმების თანახმად 3 წელში Windows 10 – 1 მილიარდ კომპიუტერზე უნდა ყოფილიყო დაყენებული, მაგრამ გეგმები შეცვალა მშინ, როც Windows Mobile ამ გეგმის ნაწილი ვერ გახდებოდა. კორპორაციამ Windows 10-ის გავრცელებისთვის ის უფასო განახლების სახით გამოუშვა მათთვის ვსაც უკვე ქონდა Windows 7-ისა და Windows 8-ის ლიცენზია. ახლა Windows 10-ის მართვის ქვეშ 700 მილიონზე მეტი პერსონალური კომპიუტერი, პლანშეტი, ტელეფონი და Xbox One მუშაობს.

Windows 7-ის გაფართოებული მხარდაჭერა 2020 წლის 14 იანვარს შეწყდება და Microsoft-ს მოუწევს კორპორაციების დარწმუნება, რომ ისინი Windows 10-ზე გადავიდნენ. მსგავსი პრობლემა კომპანიას უკვე ქონდა Windows XP-დან 7-ზე გადასვლისას და არეკლამებდა როგორც უფრო იაფ საოპერაციო სისტემას ბიზნესისათვის.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here