Google Assistant-ის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობების რაოდენობა თვის ბოლოსთვის მილიარდს მიაღწევს.

როგორც ამას წინათ გახდა ცნობილი, გაჯეტების გაყიდვებმა Alphabet-ს 3 მილიარდამდე მოგება მოუტანა გასული წლის განმავლობაში. ბუნებრივია, რომ ამ მოწყობილობებს ვირტუალური ასისტენტის მხარდაჭერა აქვს და უნდა გავითვალისწინოთ სხვა მწარმოებლების მილიონობით მოწყობილობაც. იანვრის ბოლოსთვის Google Assistant-თან დაკავშირებული მოწყობილობების რაოდენობა მილიარდს გადააჭარბებს.

ამით კომპანია Amazon Alexa-ს 900 მილიონით გაუსწრებს, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი რამ – ამ მოწყობილობების უმრავლესობა სმარტფონებია.

გარდა ამისა კომპანია აღნიშნავს, რომ Google Assistan დღეისათვის 30 ენაზე საუბრობს და ხელმისაწვდომია მსოფლიოს 80 ქვყანაში. აქტიური მომხმარებლების რაოდენობა მთელს მსოფლიოში 4-ჯერ გაიზარდა.

Google-ის შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ გახადოს Assistant რაც შეიძლება მეტ მოწყობილობაზე გახადოს ხელმისაწვდომი, რომელთა შორის ჩვეულებრივი ტელეფონებიც იქნება.

წინა სტატია“აწარმოე საქართველოში” – 2018 წლის მონაცემები
შემდეგი სტატიარას გვთავაზობენ დომენური სახელის რეგისტრატორი კომპანიები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი