საქართველოში სულ 12 .GE ზონაში დომენური სახელის რეგისტრაციისთვის აკრედიტირებული კომპანია არსებობს.
ბაზარზე საკმაოდ დიდიხანია არსებობენ serv.ge, რომელიც 2008 წელს შეიქმნა და Grena.ge, რომელიც 1999 წელს შეიქმნა და დღემდე ამ სფეროში, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და წარმატებულია.
ერთ-ერთი საკმაოდ პოპოულარული დომენების რეგისტრატორია domain.ge და finddomain.ge
ორივე პლატფორმა აერთიანებს შემდეგ სერვისებს:
- დომენების შეძენა/ტრანსფერი
- დომენების გაყიდვა
- ჰოსტინგი
დომენური სახელის რეგისტრაციისთვის აკრედიტირებული ერთ-ერთი კომპანიაა proservice.ge, რომლის სერვისები მხოლოდ დემენების შეძენა-გაყიდვას არ მოიცავს. მაგალითისთვის, ეს კომპანია დაინტერესებულ მომხმარებელს შემდეგი სახის მომსახურებას სთავაზობს:
- ვებ დიზაინი
- ვებ გვერდის არენდა
- ფლეშ ბანერები
- IT მომსახურება
- VOIP ტელეფონია
- C.E.R.T.
- სასტუმროს მართვის სისტემა
globalR.com – ა.შ.შ-ში, კერძოდ კი, ნიუ ჯერსიში დაარსებული კომპანიაა, რომელიც სწორედ აკრედიტირებული დომენების სახელის რეგისტრატორია.
კომპანია მსურველებს Whois Privacy-ის სთავაზობს, რაც გულისხმობს რეგისტრატორის პერსონალური ინფორმაციის დაფარვასა და კონფიდენციალურ რეგისტრაციას.
Fastcloud.ge 2015 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც შემდეგს სთავაზობს მომხმარებელს:
- SSD ჰოსტინგი
- CLOUD სერვისები
- გამოყოფილი სერვერები
- აუთსორსინგი
- დომენების რეგისტრაცია/ტრანსფერი
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც დომენების რეგისტრაციაში დაგეხმარებათ, nmespace.ge-ა. Namespace.ge შექმნა გუნდმა, რომელსაც 10 წლიანი გამოცდილება აქვს IT და ვებ დეველოპმენტის სფეროში.
კომპანიის უპირატესობებად შეიძლება ჩავთვალოთ:
- მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისი;
- DNS ჩანაწერების უფასოდ, შეუზღუდავი რაოდენობით მართვის საშუალება;
- გადახდის მოქნილობა, როგორც ბარათით, ასევე ინვოისის საფუძველზე;
- დომენის უფასო ტრანსფერი registration.ge-დან;
ბაზარზე, ასევე, დიდიხანია არსებობს Cloud9.ge, რომელიც გთავაზობთ საქართველოში და ევროპაში, პრემიუმ კლასის ვებ ჰოსტინგს და მასთან დაკავშირებულ ყველა მომსახურებას, მათ შორის IT კონსულტაციას , სასერვერო ინფრასტრუქტურის დაგეგმვას, გამართვას და ადმინისტრირებას.
რაც შეეხება ge.domains და domenebi.ge-ს, მათი სახით 2018 წელს დომენების ახალი რეგისტრატორები გამოჩნდნენ საქართველოში.
რა სახის მომსახურებას გვთავაზობენ აღნიშნული რეგისტრატორები?
Ge.domains შესაძლებლობას გაძლევთ დაარეგისტრიროთ .GE სივრცის ყველა სახის დომენი : .ge, .com.ge, .net.ge, .org.ge, .edu.ge, .school.ge, .pvt.ge
ზოგადი დომენის ქვეშ კი შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ შემდეგი დომენური დაბოლოების მქონე სახელები:
- com.ge
- Edu.ge
- org.ge
- net.ge
- pvt.ge
- school.ge
Ge.domains-ზე მომენტალურად ხდება დომენის რეგისტრაცია და აქტივაცია.
აღნიშნული რეგისტრატორი, ასევე, მომხმარებელს დომენის ტრანსფერის შესაძლებლობას აძლევს, რაც გულისხმობს ერთი რეგისტრატორის ანგარიშიდან მეორეზე დომენის გადმოტანას.
რაც შეეხება domenebi.ge -ს, ის შესაძლებლობას გაძლევთ .GE ზონაში დაარეგისტრიროთ ყველა ზემოთ მითითებული დომენები, გარდა .schoo.ge-სა.
რეგისტრატორი, Ge.domains-ის მსგავსად, დომენის ტრანსფერის შესაძლებლობას გაძლევთ, ასევე, მომენტალურად ხდება რეგისტრაციისას დომენის აქტივაცია.
domenebi.ge მომხმარებელს ვებ ჰოსტინგის სახის მომსახურებასაც სთავაზობს. ეს გულისხმობს, რომ ჰოსტინგისთვის ცალკე კომპანიის ძებნა აღარ იქნება საჭირო.
აღნიშნული დომენების რეგისტრატორი Google G Suite -ის ოფიციალური პარტნიორია, შესაბამისად, შესალებლობა გაქვთ თქვენი დომენი GMAIL ფოსტას მიაბათ (დამატებით ინფორმაციისთვის წაიკითხეთ აქ).
ერთ-ერთი საკმაოდ პოპოულარული დომენების რეგისტრატორია domain.ge და finddomain.ge
ორივე პლატფორმა აერთიანებს შემდეგ სერვისებს:
- დომენების შეძენა/ტრანსფერი
- დომენების გაყიდვა
- ჰოსტინგი
დომენური სახელის რეგისტრაციისთვის აკრედიტირებული ერთ-ერთი კომპანიაა proservice.ge, რომლის სერვისები მხოლოდ დემენების შეძენა-გაყიდვას არ მოიცავს. მაგალითისთვის, ეს კომპანია დაინტერესებულ მომხმარებელს შემდეგი სახის მომსახურებას სთავაზობს:
- ვებ დიზაინი
- ვებ გვერდის არენდა
- ფლეშ ბანერები
- IT მომსახურება
- VOIP ტელეფონია
- C.E.R.T.
- სასტუმროს მართვის სისტემა
საბოლოოდ, შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 15 აპრილიდან, კავკასუს ონლაინის გადაწყვეტილებით ამოქმედდა .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის განახლებული წესები, რომელთა თანახმადაც კავკასუს ონლაინი ადმინისტრირებას გაუწევს .GE დომენურ ზონას, ხოლო რეგისტრატორის ფუნქციას შეასრულებს აკრედიტირებული რეგისტრატორები.
ეს როგორი სამწუხარო და რეალობისგან შორს მყოფი სტატია დაუწერია ჩემს საყვარელ ნავიგატორს…