King David-ში კიდევ ერთი სიახლეა – 21 დეკემბერს გაიხსნა საერთო სამუშაო სივრცე, რომელიც მცირე კომპანიებს, ანტერპრენერებს, ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს სთავაზობს ოფისებს, შეხვედრების ოთახებს და  ღონისძიებებისთვის საჭირო დარბაზებს.

KD4US არის თანამედროვე და მაღალი კლასის ქოვორქინგ ტიპის საოფისე სივრცე, რომელიც აღჭურვილია მცირე ბიზნესისთვის საჭირო  ყველა აუცილებელი სერვისებით. გამომდინარე იქიდან რომ აღნიშნული ტიპის ოფისები ემსახურება მცირე ბიზნესის განვითარებას, ფასები კონკურენტულია და მომსახურება ხელმისაწვდომი.

KD4US ქმნის პროფესიონალურ, მხიარულ და პროდუქტიულ გარემოს, რომელიც აძლიერებს ანტერპრენერების სულს, ზრდის თანამედროვე საქმიანი ადამიანის მოტივაციას და სურვილს გაიღრმავოს ცოდნა, მხარს უჭერს სიახლეებს და აკავშირებს საინტერესო ადამიანებს.

King David-ის ქოვორქინგ სივრცით სარგებლობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, განსაკუთრებით კომფორტულია აუთსორსზე მომუშავე პირებისთვის და ადამიანების მცირე ჯგუფებისთვის. სივრცე მოიცავს 100-მდე ინდივიდუალურ სამუშაო ადგილს, ბოქს ოფისებს, შეხვედრების ოთახებს, საკონფერენციო დარბაზებს, გასართობ-მოსასვენებელ ზონას თვითმომსახურების სამზარეულოთი. KD4US აერთიანებს 4 ერთმანეთთან დაკავშირებულ, თუმცა ვიზუალურად განსხვავებულ დარბაზებს. ქოვორქინგ სივრცის არაერთგვაროვანი ინტერიერი უზრუნველყოფს KD4US-ში მომუშავე ადამიანებისთვის მრავალფეროვან, არამოსაბეზრებელ გარემოს.

King David-ის განვითარებული ინფრასტრუქტურა დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს KD4US-ის სტუმრებს. ერთ სივრცეშია გაერთიანებული A კლასის ბიზნეს ცენტრი, რომელიც დატვირთულია მსხვილი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებით, იტალიური რესტორანი XVII • Seventeen, ბუფეტის სტილის კაფეტერია – KD Café, ივენთ ჰოლი, ფიტნეს ცენტრი, სპა და აუზი.

KD4US -ის ყველა წევრს და ოფისებს ემსახურებათ მაღალი სიჩქარის უსადენო ინტერნეტი, 24  საათიანი მიმღები, IT Support Team, დაცვა და დალაგების ჯგუფი. გარდა ამისა, ცალკე ოფისის ქირაობისგან განსხვავებით, ქოვორქინგ სივრცეში მუშაობის შემთხვევაში ისინი თავისუფლები არიან რემონტის, ავეჯის, კომუნალური და სხვა წვრილმანი ხარჯებისგან.

KD4US მუშაობს ყოველდღე 24 საათიან რეჟიმში. პაკეტები და ფასები მორგებულია ნებისმიერი თანამედროვე საქმიანი ადამიანის გრაფიკზე. ერთი დღის ფასია 35 ლარი, აბონიმენტის შემთხვევაში ღირებულება იწყება 400 ლარიდან და დამოკიდებულია წევრების რაოდენობასა და პერიოდზე.

2019 წლიდან KD4US წევრებითვის მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები – ვორქშოფები, სემინარები, გამოფენები, სპორტული აქტივობები. მსგავსი ივენთები უფრო მეტად გაამარტივებს წევრებს შორის კომუნიკაციას, ხელს შეუწყობს ძლიერი ნეთვოქინგის ფორმირებას და უფრო საინტერესოს გახდის KD4US-ის ყოველდღიურობას.

წინა სტატიაLean Startup Summit – ორ დღიანი ღონისძიება სტარტაპერებისთვის
შემდეგი სტატიატექნოპარკში შეხვედრა “ვებ-მონაცემთა მოპოვება R-ით” გაიმართება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი