როგორ დავიცვათ თავი კიბერთავდასხმებისგან მოგზაურობის დროს?

ზამთარში, დასვენების პერიოდში, 100 მილიონზე მეტი ადამიანი გადაადგილდება ქვეყნიდან-ქვეყანაში მატარებლით, ავტომობილითა და თვითმფრინავით. ეს არაჩვეულებრივი დროა კიბერთავდასხმებისთვის.
Matrix Integration-ის თქმით, მოგზაურობის დროს იზრდება პოტენციური თავდასხმების საფრთხე, რადგან ხშირად ადამიანებს საკმარისი ცოდნა არ აქვთ, თუ როგორ დაიცვან თავი ჰაკერებისგან. ეს კი საფრთხეს უქმნის სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ კონკრეტულ ადამიანებს.

მანამ, სანამ თავდაცვისთვის საკმარისად კარგ სისტემას შემოგვთავაზებენ, ან ამას ჩვენგან დამოუკიდებლად უზრუნველყოფენ, სმარტფონებსა თუ ლეპტოპებთან მჯარმა ადამიანებმა პატარ-პატარა თავდაცვის ხერხები უნდა იცოდნენ:

პირველი, ეს არის გამგზავრებამდე თქვენი მოწყობილობებისთვის back up-ის გაკეთება. Matrix Integration-ის რეპორტში ვკითხულობთ, რომ “back up-ი მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. ისე კი, თქვენი მოწყობილობის დაზიანების, ან დაკარგვის შემთხვევაში დღეები და საათებია საჭირო პრობლემის გამოსასწორებლად”

სისტემის განახლება მოგზაურობამდე, ასევე, მნიშვნელოვანია. რაც უფრო ბოლოს განახლებულია სისტემა, მით უფრო დაცულია მოწყობილობა.

უფრთხილდით Bluetooth-ს. ის მარტივი და სწრაფი საშუალებაა კავშირის დასამყარებლად, თუმცა ამ გზით შესაძლოა ჰაკერებისთვის თქვენი პირადი ინფორმაციის გაგზავნა. Bluetooth-ის გამორთვა ხალხმრავალ ადგილებში (როგორიცაა აეროპორტები, ან მეტრო სადგურები) საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

ალბათ, ეს ისედაც გეცოდინებათ, მაგრამ ნებისმიერ ადგილას თქვენი პაროლის გამოჩენა, ან თქმა პირდაპირი საფრთხეა. ბევრს უყვარს მისაკრავ ფურცლებზე შენახვა პაროლებისა, რაც არც ისე გონივრულია.

გაურკვეველ Wifi-სთან დაკავშირება, რომელიც თქვენს პირად მონაცემებს, საბანკო ანგარიშსა თუ პაროლს ითხოვს არ არის უსაფრთხო. გახსოვდეთ, რომ ყველა ხალხმრავალ ადგილას იზრდება კიბერთავდასხმის საფრთხე.

წინა სტატიავირტუალურ რეალობასთან გაერთიანებული სათვალე – სახალისო და საინტერესო ვარჯიშისთვის
შემდეგი სტატიაპირველი 1 ტერაბაიტიანი მეხსიერების ბარათი უკვე გაყიდვაშია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი