კომპიუტერული მაუსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშნვნელოვანი აქსესუარია, რომლის გარეშეც არცერტი კიტი არ არსებობს თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებში. Youtube არხის Electronic Grenade ბლოგერმა გამოუშვა ახალი მაუსი. მისთვის არსებული მაუსების ფუნქციონალი არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი და გადაწყვიტა გამოეშვა საკუთარი მაუსი საკმაოდ არაორდინალური დიზაინითა და მონაცემებით.
ბლოგერმა შეძლო მთლიანი სისტემური ბლოკის მაუსში მოთავსება. მაუსის ფორმის კორპუსი მან 3D პრინტერზე ამობეჭდა. მინიატურულ კომპიუტერში გამოპიყენა Raspberry Pi Zero W. ‘დონორის’ კორპუსის გადაგდება არ მოუწია – მისგან გააკეთა ბლუთუზ კლავიატურის დასადები. მოწყობილობის მტავარი კოზირია OLED ეკრანი, რომელსაც აქვს 1,5 დიუმიანი დიაგონალი და გაფართოება 128×128 პიქსელი.
კონსტრუქცია საშუალებას იძლევა კურსორის მდებარეობას ადევნოს თვალი. მოწყობილობის ყურცქვიტაში შეერთება საჭირო არ არის – დენის წყაროს წარმოადგენს ბატარეა რომელიც არის 500მა/სთ მოცულობის. ბლოგერმა შეძლო რომ კომპიუტერზე გაეშვა რამდენიმე მცირე რესურსის საჭიროების მქონე აპლიკაცია, მათ შორის Minecraft.