2017 წლის დასასრულს კომპანია Google-მა გამოაცხადა რომ მოძველებული 32 ბიტიანი აპლიკაციებისათვის Android-ის მხარდაჭერას გააუქმებდა. ამჯერად კომპანიას ახალი მოთხოვნები გაუჩნდა და თარიღებიც მკაცრად დაასახელეს. მართალია, პროცესი შეიძლება გაიწელოს თუმცა საძიებო გიგანტი დეველოპერების მიმართ მაქსიმალურად ლოალურადაა განწყობილი.
ამა წლის პირველი აგვისტოდან Google ითხოვს დეველოპერებისაგან, რომ ყველა ახალი Android აპლიკაცია და უკვე არსებული აპლიკაციების განახლება იყოს 64 ბიტიანი. რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია Android Q-ს გამოსვლასთან. Google-ის წარმომადგენლის თქმით, ამგვარი აპლიკაციები გაცილებით უკეთესი წარმადობით გამოირჩევიან, ვიდრე 32 ბიტიანი.
მნიშნვნელოვანია, რომ დეველოპერებს 1 აგვისტოს შემდეგაც შეუძლიათ გააგზავნონ 32 ბიტიანი აპლიკაციების განახლებები. გამონაკლისთა სიაში მოხვდა თამაშები, რომლებიც შექმნილია Unity 5.6 ბაზაზე ან ძრავის ძველ ვერსიებზე. Wear OS და Android TV-ს დეველოპერებს არავინ არ აჩქარებს.
64ბიტიან აპლიკაციებზე გადასვლის პერიოდი დასრულდება 2021 წლის აგვისტოში. ამის შემდეგ Google აღარ წარმოადგენს 32 ბიტიან პროგრამებს Google Play-ში.