LG-მ გამოაქვეყნა იმ სმარტფონების სია, რომლებიც Android 9.0 Pie განახლებას მიიღებს. აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნებულია კორეული ინტერნეტ რესურის გვერდებზე.

გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით, ნამცხვრის პირველ ნაჭერს იღებს
LG G7 ThinQ და V35 ThinQ. მოდელების 2019 წლის პირველ კვარტალში განახლდება. მოდელები V40 ThinQ, V30S და V30 გადავა Android 9.0 Pie ვერსიაზე არაუმეტეს ამა წლის მეორე კვარტლისა.

LG G6, V20 და Q8 (2018) განახლებულთა რიგებს შეუერთდება ამა წლის მესამე კვარტალში. ხოლო LG Q9 და X5 (2018) წლის ბოლოს განახლდება ოპერაციული სისტემის უახლეს ვერსიამდე.

ჩვეულებრივ, LG სისტემურ განახლებებს შიდა ბაზრისათვის უშვებს ოფიციალურ რელიზამდე ერთი ან ორი თვით ადრე ვიდრე სხვა რეგიონებისათვის. ამიტომ G7 ThinQ-ს მფლობელ სხვა ქვეყნებში მცხოვრებლებს შემოდგომამდე მოცდა მოუწევთ. სწორედ ამ დროის მიაღწევს Android Pie მათ ქვეყანაში.

წინა სტატიაGoogle-ის ექსკლუზიური ფუნქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა
შემდეგი სტატიაინდოელი აქტივისტები PUBG-ს დაბლოკვას ითხოვენ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი