Microsoft-ის ციფურლი ასისტენტი Cortana უკვე დიდი ხანია საგრძნობლად ჩამორჩა Alexa-სა და Google Assistant-ს და პროგრამულმა გიგანტმა სხვა სტრატეგია აირჩია კონკურენციის გაწევის მიზნით. კომპანიის ხელმძღვანელმა სატია ნადელამ The Verge-ის ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მაიკროსოფტი არ განიხილავს Cortana-ს, როგორც სხვა ასისტენტების კონკურენტს. “კორტანა უნდა იყოს დამხმარე იმათთვის ვინც Microsoft 365-ის ხელმომწერია” – ამბობს ნადელა – “თქვენ მისი გამოყენება Google Assistant-ით და Alexa-თიც უნდა შეგეძლოთ ისევე, როგორც იყენებთ სხვა აპლიკაციებს Android-სა და iOS პლატფორმებზე.”

გასულ წელს Microsoft-მა Cortana ამოიღო ხელოვნური ინტელექტის განვითარების განყოფილებიდან და გამოცდილებისა და მოწყობილობების განყოფილებას გადააბარა. ასევე ცნობილია, რომ Windows 10-ის შემდეგ განახლებებში სისტემის ინსტალაციისას კორტანა არ გააქტიურდება ავტომატურად, როგორც ეს აქამდე იყო.

წინა სტატიაMicrosoft-მა Windows 7-ის სიკვდილის თარიღი გამოაცხადა
შემდეგი სტატიაXiaomi-მ გამოუშვა ლაზერული 4K პროექტორი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი