Microsoft-ში გამოაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ოფიციალურად მხარდაჭერილი Windows-ის ვერსიები შემცირდება. თამაშების დეველოპერები უკვე დიდი ხანია საუბრობენ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ: ახალი რელიზებისათვის მოთხოვნათა სიაში უკვე ხშირად შევხვდებით მხოლოდ Windows 10-ის მხარდაჭერას. ყოველ ჯერზე ეს არასასიამოვნო ინფორმაციაა გეიმერებისათვის. თუმცა, ძალიან მალე კითხვა დახურული იქნება: კომპანია მეთოდურად მარხავს ძველ ოპერაციულ სისტემებს ისე, რომ მომხმარებლებს არჩევანის საშუალებას არ უტოვებს. ახლა დარტყმა განხორციელდა Windows 7-ზე – მას სიცოცხლის მხოლოდ ერთი წელი დარჩა.

ფორმალურად Windows 7 ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ მოისროლეს სანაგვეზე. ოპერაციულ სისტემას სერიოზული განახლებები 2018 წლის შემდეგ არ მიუღია – მიიღო მხოლოდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აფდეითები. Microsoft-ის საიტზე გამოქვეყნდა მოკლე განცხადება, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 14 იანვარს ოპერაციული სისტემის მხარდაჭერა შეწყდება. მომხმარებლებს კვლავ შეეძლებათ კომპიუტერებზე დაიყენონ და გამოიყენონ ის, თუმცა კომპანია გვაფრთხილებს რომ მოწყობილობა არ იქნება დაცული.

Microsoft გვთავაზობს გადავიდეთ Widows 10-ზე, რათა გავექცეთ ვირუსებს და უსაფრთოებასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს. Steam-ის სტატისტიკის მიხედვით გეიმერების უმრავლესობამ უკვე განახორცილა ახალ ოპერაციულ სისტემაზე გადასვლა. Windows 7 გეიმერების მხოლოდ 27,21%-ს უყენია, შედარებით აქტუალურ სისტემაზე გადასული 66,54%.

წინა სტატიალეგენდარული Motorola RAZR ბრუნდება
შემდეგი სტატიაMicrosoft: Cortana არ განიხილება, როგორც Google Assistant-ის და Alexa-ს კონკურენტი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი