ოფიციალური პრეზენტაციის მოახლოებასთან ერთად ინტერნეტში უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება Samsung-ის ახალი, მომავალი ფლაგმანის შესახებ. ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა პოპულარულმა ბენჩმარკმა Geekbench-მა, სადაც ტესტირება გაიარა Samsung S10 Plus-მა. აპარატმა წარმადობის კარგი შედეგი წარმოადგინა თავისი მონაცემებიდან გამომდინარე.

ტესტირებაში მონაწილეობდა Galaxy S10 Plus მონაცემებით 6 გბ ოპერატიული და პროცესორით Snapdragon 855. მოწყობილობამ 10 256 ქულიდან 3413 ქულა აიღო. ეს შედეგი თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე გასული მოდელი Galaxy S10 Lite-ის შედეგი.

მოსალოდნელია, რომ Galaxy S10 Plus-ს ექნება 6,4 დიუმიანი AMOLED ეკრანი, ორმაგი წინა კამერა და ინტეგრირებული თითის ანაბეჭდის სკანერი, ასევე, სამმაგი მთავარი კამერა, ბატარეა 400მა/სთ, 12გბ ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ დამაჩქარებელი.

სმარტფონის პრეზენტაცია 20 თებერვალს შედგება.


პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here