ტექნოპარკში  ღონისძიება Cardano Blockchain Tbilisi გაიმართება

ტექნოპარკში ღონისძიება Cardano Blockchain Tbilisi გაიმართება

Irakli KashibadzeIrakli Kashibadze

26 იანვარს, 16:00 საათზე,  თბილისის  ტექნოპარკში  ღონისძიება  სახელწოდებით Cardano Blockchain Tbilisi გაიმართება.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით ტარდება. 

ტექნოპარკი Input Output Hong Kong (IOHK) –  ის ყველაზე ცნობილი პლატფორმის – კარდანოს ბლოკჩეინ  ტექნოლოგიის მოწინავე მეცნიერებს უმასპინძლებს. 

როგორც ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, Cardano Blockchain Tbilisi-ზე  განიხილება კარდანოს  ბლოკჩეინ პლატფორმაზე  სტარტაპების განვითარების პოტენციალი და სმარტ კონტრაქტებისუპირატესობები ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების პროცესში.

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა