26 იანვარს, 16:00 საათზე, თბილისის ტექნოპარკში ღონისძიება სახელწოდებით Cardano Blockchain Tbilisi გაიმართება.
ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით ტარდება.
ტექნოპარკი Input Output Hong Kong (IOHK) – ის ყველაზე ცნობილი პლატფორმის – კარდანოს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მოწინავე მეცნიერებს უმასპინძლებს.
როგორც ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, Cardano Blockchain Tbilisi-ზე განიხილება კარდანოს ბლოკჩეინ პლატფორმაზე სტარტაპების განვითარების პოტენციალი და სმარტ კონტრაქტებისუპირატესობები ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების პროცესში.