კომპანია Xiaomi-მ გამოუშვა ლაზერული პროექტორი Mi Laser Projector-ის განახლებული ვერსია. წინა მოდელი გამოვიდა 2017 წელს. ორიგინალურმა მოდელმა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1500 დოლარს შეადგენს, დიდი პოპულარულობა გამოწვია. გაყიდვების დაწყებიდან სულ რაღაც ორ საათში მწარმოებელს ნახევარი მილიონი შემოსავალი მოუტანა. ახალმა მოდელმა მიიღო განახლებული მახასიათებლები. მნიშვნელოვანია, რომ ახალ მოდელს აქვს 4K გაფართოება Full HD-ის ნაცვლად.

ვიზუალურად MIJIA Laser Projector 4K ფაქტიურად არ განსხვავდება წინა მოდელისაგან. შეიცვალა მხოლოდ კორპუსის ფერი – თეთრის ნაცვლად არის მუქი ნაცრისფერი. პროექტორს აქვს ულტრამოკლე ფოკუსური ლინზა, რაც საშუალებას იძლევა პროექტორი კედელთან ახლოს მოვათავსოთ: 49სმ დაშორება გვაძლევს 150 დიუმიან გამოსახულებას, 34 სმ – 120″, 24სმ – 100″, 14სმ – 80′. გამოსული გამოსახულების გაფართოება არის 3840×2160 პიქსელი.

მწარმოებელი გვარწმუნებს რომ მოწყობილობა იმუშავებს 25 000 საათის განმავლობაში, ეს არის უკაბელო მოხმარების დაახლოებით სამი წელი. სურათის კონტრასტულობა არის 3000:1, მაქსიმალური სიკაშკაშე შეადგენს 1500ANSI ლუმენს. მოწყობილობა აღჭურვილია ორი დინამიკით, რომლებსაც აქვს Dolby Virtual Surround მხარდაჭერა.

MIJIA Laser Projector 4K მუშაობს საფირმო ოპერაციულ სისტემაზე MIUI TV, რომელიც გამოიყენება Xiaomi-ს ტელევიზორებში. პროექტორი იყიდება პულტთან ერთად.

MIJIA Laser Projector 4K გაყიდვაში გამოვიდა 18 იანვარს. ამჟამად მისი ფასია დაახლოებით 1500 დოლარი, შემდეგ მისი ღირებულება 2200 დოლარი იქნება.

წინა სტატიაMicrosoft: Cortana არ განიხილება, როგორც Google Assistant-ის და Alexa-ს კონკურენტი
შემდეგი სტატიაMicrosoft ფანებს Android ან iOS-ზე გადასვლას ურჩევს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი