Microsoft-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მალე შეწყვეტს Windows 10 Mobile მხარდაჭერას. მობილური ოპერაციული სისტემის მცირე მომხმარებლებსათვის ინფორმაცია გამოქვეყნდა ოფიციალურ საიტზე, სადაც ასევე მოთავსებულია კონკრეტული სერვისების გათიშვის თარიღები და მოქმედების შემდგომი რეკომენდაციები.

რას ნიშნავს მხარდაჭერის გაუქმება? Microsoft-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ კომპანია აღარ გამოუშვებს სისტემურ განახლებებს Windows 10 Mobile-სათვის და არც უსაფრთხოების აფდეითებს მიაწვდის მომხმარებლებს. მიუხედავად ამისა, ავტომატური ან მექანიკური სარეზერვო ასლები სამი თვის განმავლობაში იმუშავებს – 2020 წლის ოც მარტამდე. გარკვეული სერვისები, მათ შორის ფოტოების გადმოტვირთვა შესაძლებელი იქნება მხარდაჭერის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში.

Windows 10 Mobile-ზე მომუშავე მოწყობილობები განახლებებს მიიღებენ ამა წლის 10 დეკემბრამდე. Lumia 640 და 640 XL განახლებებს აღარ მიიღებს 11 ივნისის შემდეგ. დეველოპერები მომხმარებლებს ურჩევენ შექმნან ჩაშენებული ფუნქციონალის სარეზერვო ასლები, სანამ ჯერ კიდევ აქტიურია მხარდაჭერა.

წინა სტატიაXiaomi-მ გამოუშვა ლაზერული 4K პროექტორი
შემდეგი სტატიაApple კიდევ ერთხელ ყიდის iPhone SE-ს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი