ოდესმე გიფიქრია თუ არა, სხვადასხვა ქვეყნები რამდენად სარფიან ფასად ყიდიან Apple-ის პროდუქტებს? ან, გინანია თუ არა რომ საზღვარგარეთ ყოფნისას არ იყიდე iPhone? ვებ-გვერდის Mac Index-ის გამოყენებით, შეგიძლია დანამდვილებით იცოდე ამ კითხვებზე პასუხი.
საიტი შექმნა Wafiq Rodzuan-მა, რომელიც არის მალაიზიელი პროგრამული დეველოპერი. საიტის კონცეპტი მარტივია: გვაჩვენებს Apple-ის პროდუქტების ღირებულებას ქვეყნების მიხედვით.
საიტის მუშაობის პრინციპიც ძალიან მარტივია. ვირჩევს Apple-ის სასურველ მოწყობილობას და საიტი აგროვებს ინფორმაციას Apple-ის ყველა ვებგვერდიდან. ასევე, საიტს შეუძლია ერთ ვალუტაში გვნახოს ყველა ფასი. ქვეყნებს ალაგებს იაფიდან ძვირისკენ.
მაგალითად, ვნახოთ რა ღირს ერთ-ერთი MacBook Air:
და ვნახოთ, სად ღირს ახალი MacBook ყველაზე ძვირი:
საიტის გამოყტენებით მომავალში, აღარ იდარდებთ ძვირად “შემოგტენეს” თუ არა რომელიმე პროდუქტი.