ჯეოსელისა და მაგთის აბონენტებს სააბონენტო გადასახადის გადახდა მოუწევთ. ეს ცვლილება ძალაში 18 თებერვილდან შევა. ჯეოსელის აბონენტებს ექვს თვეში ერთი ლარისა და 20 თეთრის, მაგთისაბონენტებს კი ერთი ლარის გადახდა მოუწევთ. 

კომპანიები, ასევე, ცვლიან პაკეტების ღირებულებასაც. 

აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს.

კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული საკითხის შესწავლა დაიწყო. 

“ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირებამოახდინოს” – ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ ორივე კომპანიას უკვე მიმართა, რომ საკითხის შესწავლამდე შეჩერებული იქნას ტარიფების ცვლილება.

წინა სტატიასულ მალე ბიზნეს აქსელერატორი Spark ამოქმედდება
შემდეგი სტატიაFacebook-ზე პეტიციის შექმნის ფუნქცია ემატება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი