Samsung Galaxy S10-ის დაანონსებამდე ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა მოწყობილობის ფოტოები, ინფორმაცია მისი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ და ასევე, ცნობილი გახდა მოწყობილობის ღირებულება. იტალიელმა ჟურნალისტებმა შეძლეს და გამოაქვეყნეს ფლაგმანის გაყიდვაში გასვლის თარიღი და ღირებულების მიახლოებითი დიაპაზონი.
TuttooAndroid-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, სერიის ყველა მოწყობილობა განკუთვნილი იქნება ტოპ ბიუჯეტურ სეგმენტზე. ევროპული რეგიონისათვის გაყიდვები დაიწყება 2019 წლის 8 მარტს. ქვემოთ მოცემულია დაახლოებითი ფასები სმარტფონის კონფიგურაციის მიხედვით: