კომპანია Samsung-მა წარმოადგინა ახალი ენერგოეფექტური Non-Volatile Memory Express (NVMe) SSD საცავები 970 EVO Plus, რომელიც მე-5 თაობის V-NAND ტექნოლოგიას ეფუძნება. ჩაწერის სიჩქარის ზრდა წინა თაობასთან შედარებით 50%-ია. მომხმარებლებს ასარჩევად 2 ტერაბაიტამდე მოცულობის მოდელები და 5 წლიანი გარანტია ექნებათ.
V-NAND ტექნოლოგია და სპეციალურად ოპტიმიზებული პროგრამული უზრუნველყოფა ახალ მოდელებში 53%-ით ზრდიან ჩაწერის სიჩქარეს. მიმდევრობითი წაკითხვის და ჩაწერის სიჩარე 3500 მბ/წმ და 3300 მბ/წმ იქნება, როცა შემთხვევითი წაკითხვის სიჩქარე 620 000 IOPS, ხოლო ჩაწერის წარმადობა 560 000 IOPS იქნება.
970 EVO Plus საცავები გამოშვებულია კომპაქტურ ფორმ-ფაქტორში M.2 – ინტერფეისით PCIe Gen3 x4, ასე რომ მათი გამოყენება სამაგიდო კომპიუტერებსა და ნოუთბუქებში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა კომპანია Samsung-მა ახალ მოდელებზე შეზღუდული 5 წლიანი გარანტია ან 1200 ტერაბაიტი გადაწერა წარმოადგინა.
ტექნიკური მონაცემები:
970 EVO Plus | 970 EVO | |
ინტერფეისი | PCIe Gen 3.0 x4, NVMe 1.3 | PCIe Gen 3.0 x4, NVMe 1.3 |
ფორმ-ფაქტორი | M.2 (2280) | M.2 (2280) |
მეხსიერების ტიპი | Samsung 9x-ფენიანი V-NAND 3-bit MLC | Samsung 64-ფენიანიV-NAND 3-bit MLC |
კონტროლერი | Samsung Phoenix | Samsung Phoenix |
DRAM | 2 გბ LPDDR4 DRAM (2 ტბ)1 გბ LPDDR4 DRAM (1 ტბ)512 მბ LPDDR4 DRAM (250/500 გბ) | 2 გბ LPDDR4 DRAM (2 ტბ)1 გბ LPDDR4 DRAM (1 ტბ)512 მბ LPDDR4 DRAM (250/500 გბ) |
მოცულობა | 2 ტბ, 1 ტბ, 500 გბ, 250 გბ | 2 ტბ, 1 ტბ, 500 გბ, 250 გბ |
მიმდევრობითი სიჩქარე | 3500/3300 მბ/წმ-მდე | 3500/2500 მბ/წმ-მდე |
შემთხვევითი სიჩქარე QD32) | 620 000/560 000 IOPS-მდე | 500 000/480 000 IOPS-მდე |
მართვა | Samsung Magician Software | Samsung Magician Software |
შიფრაცია | Class 0 (AES 256), TCG/Opal v2.0, MS eDrive (IEEE1667) | Class 0 (AES 256), TCG/Opal v2.0, MS eDrive (IEEE1667) |
გადაწერები | 1200 ტბ (2 ტბ)600 ტბ(1 ტბ)300 ტბ (500 გბ)150 ტბ (250 გბ) | 1200 ტბ (2 ტბ)600 ტბ (1 ტბ)300 გბ (500 გბ)150 ტბ (250 გბ) |
გარანტია | 5 – წელი | 5 – წელი |
250 – 500 და 1 ტერაბაიტიანი ვერსიები უკვე თებერვალში იქნება ხელმისაწვდომი ხოლო 2 ტერაბაიტიანი მოდელი გაყიდვაშ აპრილიდან შემოვა. სავარაუდო საცალო საწყისი ფასი 250 ლარი იქნება.