კომპანია Samsung-მა წარმოადგინა ახალი ენერგოეფექტური Non-Volatile Memory Express (NVMe) SSD საცავები 970 EVO Plus, რომელიც მე-5 თაობის V-NAND ტექნოლოგიას ეფუძნება. ჩაწერის სიჩქარის ზრდა წინა თაობასთან შედარებით 50%-ია. მომხმარებლებს ასარჩევად 2 ტერაბაიტამდე მოცულობის მოდელები და 5 წლიანი გარანტია ექნებათ.

V-NAND ტექნოლოგია და სპეციალურად ოპტიმიზებული პროგრამული უზრუნველყოფა ახალ მოდელებში 53%-ით ზრდიან ჩაწერის სიჩქარეს. მიმდევრობითი წაკითხვის და ჩაწერის სიჩარე 3500 მბ/წმ და 3300 მბ/წმ იქნება, როცა შემთხვევითი წაკითხვის სიჩქარე 620 000 IOPS, ხოლო ჩაწერის წარმადობა 560 000 IOPS იქნება.

970 EVO Plus საცავები გამოშვებულია კომპაქტურ ფორმ-ფაქტორში M.2 – ინტერფეისით PCIe Gen3 x4, ასე რომ მათი გამოყენება სამაგიდო კომპიუტერებსა და ნოუთბუქებში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა კომპანია Samsung-მა ახალ მოდელებზე შეზღუდული 5 წლიანი გარანტია ან 1200 ტერაბაიტი გადაწერა წარმოადგინა.

ტექნიკური მონაცემები:

 970 EVO Plus970 EVO
ინტერფეისიPCIe Gen 3.0 x4, NVMe 1.3PCIe Gen 3.0 x4, NVMe 1.3
ფორმ-ფაქტორიM.2 (2280)M.2 (2280)
მეხსიერების ტიპიSamsung 9x-ფენიანი V-NAND 3-bit MLCSamsung 64-ფენიანიV-NAND 3-bit MLC
კონტროლერიSamsung PhoenixSamsung Phoenix
DRAM2 გბ LPDDR4 DRAM (2 ტბ)1 გბ LPDDR4 DRAM (1 ტბ)512 მბ LPDDR4 DRAM (250/500 გბ)2 გბ LPDDR4 DRAM (2 ტბ)1 გბ LPDDR4 DRAM (1 ტბ)512 მბ LPDDR4 DRAM (250/500 გბ)
მოცულობა2 ტბ, 1 ტბ, 500 გბ, 250 გბ2 ტბ, 1 ტბ, 500 გბ, 250 გბ
მიმდევრობითი სიჩქარე 3500/3300 მბ/წმ-მდე3500/2500 მბ/წმ-მდე
შემთხვევითი სიჩქარე QD32)620 000/560 000 IOPS-მდე500 000/480 000 IOPS-მდე
მართვაSamsung Magician SoftwareSamsung Magician Software
შიფრაციაClass 0 (AES 256), TCG/Opal v2.0, MS eDrive (IEEE1667)Class 0 (AES 256), TCG/Opal v2.0, MS eDrive (IEEE1667)
გადაწერები1200 ტბ (2 ტბ)600 ტბ(1 ტბ)300 ტბ (500 გბ)150 ტბ (250 გბ)1200 ტბ (2 ტბ)600 ტბ (1 ტბ)300 გბ (500 გბ)150 ტბ (250 გბ)
გარანტია5 – წელი5 – წელი

250 – 500 და 1 ტერაბაიტიანი ვერსიები უკვე თებერვალში იქნება ხელმისაწვდომი ხოლო 2 ტერაბაიტიანი მოდელი გაყიდვაშ აპრილიდან შემოვა. სავარაუდო საცალო საწყისი ფასი 250 ლარი იქნება.

წინა სტატიაProductTank Tbilisi-ის მეორე შეხვედრა UG Startup Factory-ში გამართება
შემდეგი სტატიაახალი შესაძლებლობა ინვესტორებისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი